geo

საქველმოქმედო ფონდი ბორანი

საქველმოქმედო ფონდი ბორანი დააარსა ”კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” 2012 წელს. 
ფონდის სახელწოდება გამომდინარეობს მისი ფუნქციიდან, რომელიც ბორანის მსგავსად სხვადასხვა ნაპირის დაკავშირებაში მდგომარეობს. ფონდი თავად არ ფლობს თანხას, რომელსაც ადმინისტრაცია თავისი შეხედულებებისამებრ გასცემს საჭიროების მქონე ადამიანებისათვის. მისი ამოცანაა დააკავშიროს ეს ადმიანები მათთან, ვისაც დახმარების აღმოჩენა შეუძლია. 

ფონდის მიზნებია:

  • საზოგადოების ფენებს შორის კავშირების შექმნა; 
  • საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება მათი პრობლემების მოგვარებაში;
  • საჭიროების მქონე ადამიანების დაკავშირება მათთან, ვისაც სხვისთვის დახმარების აღმოჩენა სურს და ამ კომუნიკაციის განვითარებისათვის ხელის შეწყობა;
  • ქველმოქმედების იდეის გავრცელება და ქველმოქმედების კულტურის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა.

ფონდის მუშაობის მთავარი ინსტრუმენტი არის  ვებ გვერდი, რომელზეც თავსდება ინფორმაცია ადამიანებისა და მათი საჭიროებების შესახებ. ნებისმიერ მომხმარებელს, შეუძლია მისთვის სასურველი თანხა გადარიცხოს ვებ გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ადამიანის საჭიროების მოსაგვარებლად. აუცილებელი თანხის შეგროვების შემდეგ ”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” შეისყიდის საჭირო ნივთს და გადასცემს მის მომთხოვნს. საგნის გადაცემის შემდეგ ვებ გვერდზე დაიდება გადაცემის ამსახველი ფოტო მასალა და აგრეთვე ყველა დოკუმენტი, რომელიც შესყიდვის დროს გაიცემა მყიდველზე.

ფონდს გამოარჩევს:

1. დემოკრატიულობა: ფონდიხელს უწყობს საზოგადოების წევრებს შორის ჰორიზონტალური ურთიერთობების განვითარებას.

2. გამჭირვალობა/სანდოობა - ფონდი უზრუნველყოფსთითოეულ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის(დოკუმენტაციის, აუდიო და ფოტო მასალის) ფონდის საიტზე გამოქვეყნებას. ასევე ფონდი მუდმივად ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ, რომელიც საზოგადოების აქტიური წევრებისგან შედება.

3. მრავალჯერადობა: ფონდის საქმიანობა არ არის ერთჯერადი თუ სეზონური ხასიათის და ეფუძნება სოციალური ქსელების ფუნქციონირების პრინციპს.

4. მომხმარებელზე ორიენტირებულობა: ქველმოქმედს აქვს შესაძლებლობა მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მიმღების შესახებ. მას შეუძლია ვებ გვერდის მეშვეობით რეალურ დროში აკონტროლოს პროექტის მიმდინარეობა, რომელშიც ერთვება.

5. ეფექტურობა: ფონდის ფუნქციონირების სპეციფიკა ერთდროულად რამოდენიმე ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

6.ღირებულებების დამკვიდრება: ფონდი საშუალებას იძლევა უსასრულოდ ბევრი ადამიანის ჩართვას არა მხოლოდ თანხის გადარიცხვის არამედ ინფორმაციის მოძიების და საჭიროების გადაცემის პროცესში. ეს ბიძგს აძლევს ქველმოქმედების კულტურის გავრცელებას.

ჩვენი გუნდი

სიმონ ჯანაშია

ლევან ღამბაშიძე

მარიამ დალაქიშვილი

ნათია ჯიბლაძე

შაკო კაკაურიძე

მიშო დავითაშვილი