geo

ხშირად დასმული შეკითხვები

1

რას ნიშნავს პროექტის სურათზე ან სურათის ქვეშ გამოსახული %-ის ნიშანი?

პასუხი

პროცენტის ნიშანი აჩვენებს, თუ რამენად არის პროექტი დაფინანსებული მთლიან საჭირო თანხასთან მიმართებაში.

2

როგორ შეიძლება მოგაწოდოთ პროექტი?

პასუხი

პროექტის მოწოდება შეგიძლიათ რამოდენიმე გზით: 1. დარეგისტრირების შემდეგ, პროფილის სპეციალური განყოფილების მეშვეობით ან 2. გამოაგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და პროექტის მოკლე აღწერა ჩვენს საკონტაქტო იმეილზე ან 3. დარეკოთ ჩვენს საკონტაქტო ტელეფონზე.

3

რა მოგებას იღებს ფონდი გადარიცხვებიდან?

პასუხი

მთელი თანხა რაც მითითებულია თითოეულ პროექტზე მოხმარდება პროექტის საჭიროების შესყიდვას და შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის დაფარვას. ფონდი არ იღებს არცერთ პროცენტს გადარიცხვებიდან.

4

რის მიხედვით არჩევთ პროექტებს ვებ გვერდზე გასათავსებლად?

პასუხი

ამ ეტაპზე ფონდი შემდეგი კრიტერიუმებით არჩევს პროექტებს: 1. პროექტში მოთხოვნილი უნდა იყოს საგანი, რომელიც უმალ გამოასწორებს ვითარებას ბენეფიციარის ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ა.შ. გარდა ამისა, შეიძლება მოთხოვნილი იყოს შრომის იარაღიც, რომელიც ბენეფიციარს დასაქმებაში დაეხმარება. 2. მოთხოვნილი საგნის/საგნების საფასური არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.

5

რის მიხედვით არჩევს ფონდი, თუ ვის უნდა გადაეცეს თანხა?

პასუხი

ფონდი არ არჩევს იმას, თუ ვის უნდა გადაეცეს თანხა. ამას ირჩევს თავად მომხმარებელი. მომხმარებელი ყოველ ჯერზე თანხას კონკრეტული პროექტის მხარდასაჭერად რიცხავს.

6

რატომ არის მითითებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 25 %?

პასუხი

ორგანიზაცია ვალდებულია გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირისთვის ქონების უსასყიდლოდ გადასცემაზე. მაგალითი: ფიზიკური პირისთვის გადასაცემი ტელევიზორის ღირებულება არის 400 ლარი, ორგანიზაცია ვალდებულია პროექტისთვის შეაგროვოს 500 ლარი. აღნიშნული 500 ლარიდან ორგანიზაცია იხდის საშემოსავლო გადასახადს - 20 %, ანუ 100 ლარს, ხოლო დარჩენილი 400 ლარით ყიდულობს ტელევიზორს პირისთვის გადასაცემად. საშემოსავლო გადასახადი, 100 ლარი, ტელევიზორის ღირებულების, 400 ლარის 25 %-ია ( 400 X 25 % = 100 ლარი )

7

რომელი ბარათებით შემიძლია თანხის გადარიცხვა?

პასუხი

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისიერი VISA და MASTERCARD ბარათით, რომელსაც უკანა მხარეს გააჩნია დამცავი სამნიშნა CVC კოდი. გადახდა შესაძლებელია როგორც ქართული ასევე საერთაშორისო ბარათებითაც.