geo

საქველმოქმედო

ბ-ნი. ნუგზარი ხაბელაშვილი

ბ-ნ. ნუგზარს ესაჭიროება სარეცხი მანქანა.

100 % დარჩა 0 ლარი

498.75GEL

100%

map

ბატონი ნუგზარი 54 წლისაა. იგი ცხოვრობს ქუთაისში. 1996 წელს ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მან სერიოზული ტრავმა მიიღო რის შემდეგაც შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი. 2004 წლიდან, ძმის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს მარტო. გაადგილება შეუძლია მხოლოდ ოთახის ფარგლებში, ყავარჯნების დახმარებით. ცხოვრობს მე-9 სართულზე 1 ოთახიან ბინაში, რომელიც არ არის მის მფლობელობაში.

ამჟამად ბატონი ნუგზარის თვიური შემოსავალი როგორც სოციალურად დაუცველი პირისა შეადგენს 30 ლარს. მას მხარში უდგანან მეზობლები, რომლებიც ეხმარებიან მას არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ფიზიკურადაც, თუკი ამის საჭიროება არსებობს.

ბ-ნ. ნუგზარს არ გააჩნია სარეცხი მანქანა რის გამოც ხშირად ექმნება პრობლემები. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

სარეცხი მანქანა კომპანია ვესტელში ღირს 399 ლარი.
პროექტის სრული რირებულება: 399+25%=498.75