geo

საქველმოქმედო

თერჯოლის დღის მოვლის ცენტრი „საპოვნელა“

შეზღუდული უნარების მქონე ბავშვთა თერჯოლის დღის მოვლის ცენტრს „საპოვნელა“-ს ესაჭიროება სამზარეულოს ინვენტარი დამოუკიდებელი კვების ბლოკისთვის.

100 % დარჩა 0 ლარი

500GEL

100%

map

2008 წლიდან „საპოვნელას“ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი.

დღის ცენტრი „საპოვნელა“ ამჟამად ემსახურება შეზღუდული უნარების მქონე 11 ბავშვს.  ცენტრის მიზანია ბავშვების ინდივიდუალური განვითარების და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი საყოფაცხოვრებო, სოციალური, გარემოში ადაპტაციისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ–ჩვევების განვითარებით. პროფესიონალი პედაგოგების, ფსიქოლოგის და ოკუპაციური თერაპევტის ზედამხედველობით ბავშვები ყოველდღე აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და გასართობ აქტივობებში.  

„საპოვნელაში“ დღემდე დიდ პრობლემას წარმოადგენს კვების ორგანიზება. ამჟამად იწყება ცენტრის მცირე სარემონტო სამუშაოები და მათ შორის, დამოუკიდებელი კვების ბლოკის შექმნა, თუმცა ბლოკისთვის აუცილებელი სამზარეულოს ინვენტარი და არც მისი შესაძენი თანხა ცენტრს არ გააჩნია. 

საგნების ჩამონათვალი და მათი ღირებულება:

1 დანა–ჩანგლისა და კოვზების კომპლექტი (2ც) - 64 ლ
2 თეფშების კომპლექტი(დიდი/საშუალო/პატარა) (4ც) - 84ლ
3 გრაფინი და წყლის ჭიქები (2ც) - 26ლ
4 დანების კომპლექტი - 47ლ
5 ჩაის ჭიქები (20ც) - 35ლ
6 საჭრელი დაფები (2ც) - 12ლ
7 კოვზების კომპლექტი - 15ლ
8 ჩაიდანი - 17ლ
9 დიდი ზომის ქვაბები (2ც) - 72ლ
10 ტაფა (2ც) - 26ლ
11 სამარილე (2ც) - 4ლ
12 ჩაის დასაყენებელი - 8ლ
13 ელექტროჩაიდანი - 25ლ
14 3 პლასტმასის კონტეინერები - 8ლ
15 საპურე (2ც) - 16ლ
16 ჭურჭლის საშრობი - 33
17 ხელსახოცების ჩასაწყობი – პლასტმასის (2ც) 4ლ
18 ქვაბის დასადგამი (2ც) - 4ლ

სულ ჯამი 500ლ