geo

საქველმოქმედო

ქ-ნ. გოგუცა ვარდოსანიძის ოჯახი

ქ-ნ. გოგუცა ვარდოსანიძის ოჯახს ესაჭიროებოდა მაცივარი

100 % დარჩა 0 ლარი

573.75GEL

100%

map

ქალბატონი გოგუცა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა ხონის რაიონიდან თბილისში და 15 წელია ქირით ცხოვრობს. რაიონში სახლი აღარ აქვს. ბოლო 5 წელია ცხოვრობს თერგის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სარდაფში. ქალბატონი გოგუცას ოჯახში ხუთი სულია: ქალიშვილი და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი, 12, 9 და 7 წლის.
ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა. ქალბატონმა გოგუცამ ორი თვის წინ გადაიტანა განმეორებითი ინსულტი. ოჯახი ცხოვრობს სარდაფში, ერთ ნესტიან ოთახში და არ გააჩნია ელემენტარული მოხმარების ნივთებიც კი. ოჯახის შემოსავალს წარმოდგენს სოციალური დახმარება და კერძო შემოწირულობები. ამას გარდა ქალბატონი გოგუცას ქალიშვილი პერიოდულად მუშაობს დამლაგებლად. 

ოჯახს არ გააჩნია მაცივარი მაცივარი. კომპანია ბეკოში იგი ღირს 459 ლარი. 

პროექტის ღირებულება: 459+25%=573.75

ჩვენ შევისყიდეთ პროექტით გათვალისწინებული ნივთი. სასაქონლო ზედნადების და მიღება-ჩაბარების ნახვა შეგიძლიათ აქ.