geo

საქველმოქმედო

გოლიაძე-კოტიშაძეების ოჯახი

ოჯახს ესაჭიროებოდა საწოლები

100 % დარჩა 0 ლარი

875GEL

100%

map

ქალბატონ ქეთინო გოლიაძე 13 ბავშვს ზრდის. აქედან 12 საკუთარია, ხოლო მე-13-ე მისი უფროსი ქალიშვილის შვილია. 
ხანძრის შემდეგ ბინაში, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, დაიწვა ყველაფერი რაც ხის იყო. ოჯახს არ ჰქონდა იმის სახსრები, რომ აღედგინათ განადგურებული ბინა. დღეს-დღეობით ოჯახი შავ კარკასში ცხოვრობს.
ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის ქალბატონი ქეთინოს გასამრჯელო, რომელსაც იგი ბინის დალაგებით გამოიმუშავებს. ის თვეში დაახლოებით 100-150 ლარს შეადგენს. 
საბუთების მოუწესრიგებლობის გამო ოჯახს დროებით შეუჩერდა სოციალური დახმარება, თუმცა უახლოეს მომავალში ის კვლავ აღდგება. 
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი უამრავ საგანს საჭიროებს, პირველ რიგში მათ საწოლი სჭირდებათ, ვინაიდან ამ ეტაპზე მათ მხოლოდ ერთი საწოლი და რამოდენიმე ლეიბი აქვთ.
ოჯახის განსაკუთრებული სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ შევისყიდოთ ორი ორსართულიანი საწოლი.

აქ შეგიძლიათ იხილოთ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ამსახველი ვიდეო. 


ორსართულიანი საწოლები დაამზადა შპს "პანჩო"-მ 350 ლარად.
პროექტის საერთო ღირებულება:  (350+350)+25%=875


ჩვენ შევისყიდეთ საწოლები. აქ შეგიძლიათ იხილოთ შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტები, კერძოდ სასაქონლო ზედნადები, მიღება ჩაბარების აქტი და ჩეკი.