geo

საქველმოქმედო

ქ-ბ. ნათია სიხარულიძე

ქ-ბ. ნათიას ოჯახს ესაჭიროება ჭურჭელი, ლეიბი და თეთრეული.

100 % დარჩა 0 ლარი

475GEL

100%

map
ქ-ბ. ნათია 19 წლის გახლდათ, როდესაც ქმრის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა და ახალშობილ შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში მოუწია ცხოვრება.
მას შემდეგ 20 წელი გავიდა. მისი ქალიშვილის ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა და ეხლა ქ-ნი ნათია, ქალიშვილთან ერთად, რომლის ჯანმრთელობაც შერყეულია, მარტო ზრდის ორ შვილიშვილს. მისი არასტაბილური შემოსავალი იმდენად მწირია, რომ ელემენტარული პირობების მქონე ბინის ქირაობაც შეუძლებელია, ხოლო ნივთების უმეტესობა კი, დროებით სარგებლობაში აქვს. ოჯახის შემოსავალი 150 ლარს არ აღემატება.
ქ-ბ. ნათიას ოჯახს ესაჭიროება:
საბანი, 2იანი - 55 ლ.
ლეიბი 2იანი - 60 ლ.
ბალიში 2ც - 20 ლ. თითო, 40 ლ.
თხელი საბანი - 25 ლ.
თეთრეულის კომპლექტი - 35 ლ. 
ქვაბების კომპლექტი - 100 ლ.
ჩაიდანი - 20 ლ.
2 ტაფა - 45 ლ.
ჯამი  -  380 ლ. 
პროექტის საერთო ღირებულება: 380+25%=475

ჩვენ შევისყიდეთ მითითებული ნივთები. შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა საბუთის ნახვა შეგიძლიათ აქ.