geo

საქველმოქმედო

ქ-ბ. ნანა ჩიკვილაძე

ქ-ბ. ნანა ჩიკვილაძის ოჯახს ესაჭიროება მაცივარი

100 % დარჩა 0 ლარი

475GEL

100%

map

ქ-ბ. ნანა ოჯახთან ერთად აფხაზეთიდან დევნილია და 15 წელი ცხოვრობს თბილისში, ყოფილი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ ბინაში.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი მარტო ზრდის 4 შვილს, რომელთაგან უმცროს ტყუპისცალს ცერებრალური დამბლა სჭირს.
ოჯახის ოფიციალური შემოსავალია პენსია და შემწეობა საერთო რაოდენობით 350 ლარი.

ოჯახს გაუფუჭდა მაცივარი, რომელიც ამჟამად თაროდ გამოიყენება, თუმცა ახალი მაცივრის ყიდვის საშუალება ოჯახს არ აქვს.

მაცივარი სავაჭრო ცენტრ კიდობანში 380 ლარი
პროექტის საერთო ღირებულება: 380+25%=475

ჩვენ შევისყიდეთ საჭირო ნივთი. აქ შეგიძლიათ ნახოთ შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტები, კერძოდ სასაქონლო ზედნადები, მიღება ჩაბარების აქტი და შესყიდვის ჩეკი