geo

საიტის წესები

ვებ გვერდის გამოყენების წესები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქველმოქმედო ფონდ „ბორანი“-ს ვებ გვერდზე, რომელიც დაფუძნებულია არასამთავრობო არაკომერციული იურიდიული პირის „კითხვს გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ შემდეგი იურიდიული თუ კერძო პირების ფინანსური მხარდაჭერით:

1.      ზაზა ბიბილაშვილი, ლაშა გოგიბერიძე, BGI Legal

2.      სამშენებლო კომპანია მგზავრები

3.      დათუნა სირბილაძე

4.      ნინო ღამბაშიძე და გივი ზალდასტანის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეების საზოგადოებრივი საქმიანობის კლუბი

5.      გიორგი გახელაძე

6.      სიმონ ჯანაშია

7.      ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გთხოვთ გაეცნოთ ვებ გვერდის მოხმარების წესებს და პირობებს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ „შეთანხმებას“ თქვენსა და ჩვენს ჯგუფს შორის. ვებ გვერდის მოხმარების შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ ამ წესებს და პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით მათ გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ვებ გვერდს.

ეს „შეთანხმება“ შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, რის შესახებაც თქვენ შეიტყობთ ვებ გვერდის საშუალებით. თუ თქვენ არ დაეთანხმებით ცვლილებებს გთხოვთ დაუყონებლივ გააუქმოთ თქვენი „ანგარიში“ და შეწყვიტოთ ვებ გვერდით სარგებლობა.

1.  ფონდის პასუხისმგებლობა

1.1 ფონდი ვებ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას საჭიროებაში მყოფი ადამიანების შესახებ. ამ ეტაპზე საჭიროება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. იმ შემთხვევაში თუ პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა აღემატება 6-ს, ფონდი იტოვებს უფლებას, პროექტის ღირებულების მაქსიმუმი 1000 ლარით განსაზღვროს. ფონდი არ ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას ადამიანთა მკურნალობისათვის. ფონდი აგრეთვე არ განათავსებს პროექტებს ფუფუნების საგანთა მოთხოვნით.

1.2    ფონდი არ გასცემს თანხას ბენეფიციარებზე. ფონდი შეისყიდის და გადასცემს მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც ბენეფიციარების საჭიროებას წარმოადგენს.

1.3    თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ფონდი ვერ იძლევა გარანტიას იმასთან დაკავშირებით, რომ ბენეფიციარი დანიშნულებისამებრ მოიხმარს საგანს, რომელიც მას გადაეცემა. საგნის გადაცემის შემდეგ იგი წარმოადგენს ბენეფიციარის კერძო საკუთრებას.

1.4    ფონდი საგნის შესყიდვის შემდეგ გამოაქვეყნებს დოკუმენტაციას საგნის შესყიდვასთან და გადაცემასთან დაკავშირებით.

1.5    პროექტის მთლიანი თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს ფონდმა თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსისა:

მუხლი 154. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი

1.      გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

მ) პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა.

1.6    პროექტი ვებ გვერზე თავსდება მანამ, სანამ არ შეგროვდება მოთხოვნილი თანხა. პროექტის მიმდინარეობის შეწყვეტა შესაძლებელია ასევე ბენეფიციარის თხოვნით. პროექტის ობიექტური გარემოებებიდან გამოდმინარე (თუკი ამ პერიოდის განმავლობაში საგნის საფასური შემცირდება, პროექტი გაუქმდება, ან ნივთის შეძენა რაიმე გარემოების გამო შეუძლებელი გახდება) ფონდი იტოვებს უფლებას, რომ პროექტის ფარგლებში შემოსული თანხა ან თანხის ნაწილი გადაანაწილოს იმ პროექტში, რომელსაც სხვებთან შედარებით ყველაზე ნაკლები თანხა აქვს დარჩენილი შესავსებად. გადანაწილება შეძლებისდაგვარად მოხდება პროექტის კატეგორიის გათვალისწინებით. თუკი ამ ხნის განმავლობაში საგანი გაძვირდა, ფონდი შესაბამის დოკუმენტს გამოაქვეყნებს საიტზე და შეცვლის პირველად მოთხოვნილი თანხის მაჩვენებელს, ახალი ფასის შესაბამისად.

თანხის გადარიცხვის შემდეგ ფონდი მომხმარებელს თანხას ვერ დაუბრუნებს გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი დაამტკიცებს, რომ მისი თანხის გადარიცხვა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ან მოტყუებით მოხდა.

2          მონაწილეობის მიღება

2.1    ფონდი თავად არ ფლობს თანხას, რომელსაც ის გასცემს საჭიროებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. ფონდის ფუნქციონირება მთლიანად დამოკიდებულია მომხმარებელის აქტივობაზე. მომხმარებელს სხვადასხვაგვარად შეუძლია ფონდის ფუნქციონირებაში მონაწილობის მიღება.

2.2    მომხმარებელი აწვდის ფონდს ინფორმაციას ადამიანების შესახებ, რომლებსაც კონკრეტული საჭიროება გააჩნიათ. ამისათვის მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ გვერდზე და ავსებს სპეციალურ კითხვარს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბენეფიაციარის შესახებ. მომხმარებელს აგრეთვე რეგისტრაციის გარეშე შეუძლია ანკეტის გამოთხოვა ფონდის ადმინისტრატორებისგან. ასეთ შემთხვევასი მომხმარებელი შევსებულ ანკეტას გააგზავნის ფონდის ოფიციალურ ვებ გვერზე info@borani.org ნებისმიერი სახით, ფონდისთვის ინფორმაციის მოწოდებისას თქვენ თავად ხართ ამ ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელი. ფონდი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს ესა თუ ის ინფორმაცია და მისი არდადასტურების შემთხვევაში ფონდს აქვს უფლეაბა გაგიუქმოთ „ექაუნთი“ და შემდგომში უარი გითხრათ მასთან თანამშრომლობაზე.

2.3    მომხმარებელი ირჩევს ვებ გვერდზე განთავსებულ „პროექტებს“ და მისთვის სასურველ თანხას გადაურიცხავს მას.

2.4    მომხმარებელს შეუძლია უშუალოდ ფონდისათვის შემოწირულობის გაკეთება. შემოწირული თანხა მთლიანად მოხმარდება ფონდის საჭიროებებს (იურიდიული, საბუღალტრო თუ ტექნიკური მომსახურეობა).

2.5    მომხმარებელს შეუძლია მოხალისედ ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში. მოხალისე ეხმარება ფონდს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, მაგალითად ისეთის, როგორიცაა პროექტების გადამოწმება, ბენეფიციართათვის საგანთა გადაცემა, ფონდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ა.შ.

2.6    მომხმარებელი თანხის გადარიცხვისას იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საკრედიტო ბარათს, რომელსაც იყენებს მას ეკუთვნის, ან აქვს მისი სარგებლობის კანონიერი უფლება.

2.7    ფონდი არ იღებს გადარიცხული თანხიდან საკომისიოს ან რაიმე სხვა სახის ფინანსურ მოგებას. 

2.8    თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარები ვებ გვერდზე. თუმცა არანორმატიული ლექსიკისა და სხვა პიროვნებების შეურაცხყოფელი განცხადებების გაკეთება იკრძალება. აგრეთვე არ არის ნება დართული, რომ ფონდის ვებ გვერდზე გამოყენებულ იქნას მომხმარებეთა კერძო ინტერესებისა თუ იდეების გასავცელებლად, რომლებიც არ არიან ფონდთან კავშირში.

3. Privacy policy

3.1 ფონდი არ გასცემს ინფორმაციას მომხმარებლების შენახებ მესამე პირებზე.

3.2 ვებ გვერდზე თავსდება ის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია ვებ გვერდზე რეგისტრაციის დროს (გარდა პირადი ნომრისა). თუ თქვენ facebook-ის ექაუნთით რეგისტრირდებით, ვებ გვერდზე ავტომატურად გადმოდის ზოგიერთი ინფორმაცია თქვენს შესახებ(ასაკი, სქესი ა.) თქვენ შეგიძლიათ პირადი ინფორმაციის მართვა/შეცვლა ვებ გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ.

3.3 გამჭირვალობისათვის საჯაროა მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის მინიმუმი, (სახელი, გვარი). საჯაროა აგრეთვე მომხმარებლის აქტივობაც, ანუ ის თუ რამდენ პროექტს დაეხმარა იგი, რა თანხით, და თუ რამდენი პროექტი მიაწოდა ფონდს.

3.5 ფონდი ინახავს ინფორმაციას თქვენს შესახებ თუკი თქვენ გააუქმებთ თქვენს ანგარიშს. ეს აუცილებელია რათა თავიდან იქნას აცილებული გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები.