geo

კრეატიული იდეები

კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი

ორგანიზაციას ესაჭიროება ხელსაწყოები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსავლელად.

45.05 % დარჩა 783 ლარი

1425GEL

45.05%

map

კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი სტუდენტების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ერთი წლის წინ დაარსდა. ორგანიზაციის მიზნებია:

წარმოადგინოს და დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები.

.დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

. შეაგროვოს ბუნებრივად თუ ხელოვნურად დაზიანებულ ძეგლთა ნუსხა და მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ძეგლთა დაცვით დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებს.

. მოიძიოს ინფორმაცია დაუფიქსირებელი ძეგლების შესახებ.

.შეაგროვოს უახლესი ინფორმაცია ძეგლების მდგომარეობის შესახებ და მოითხოვოს რეაგირება შესაბამისი ორგანოებისგან კანონის ფარგლებში.

.გაერთიანება დაინტერესებულია ითანამშრომლოს რეგიონებში არსებულ კულტურულ და საგანმანათლებლო (სკოლები, ღონისძიებისა და კულტურის სახლები ა.შ.) დაწესებულებებთან და საჯარო ლექციის სახით გააცნოს მათ ადგილობრივ ძეგლთა მნიშვნელობა და მათი დაცვის აუცილებლობა.

ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციის წევრებმა მოინახულეს და აღწერეს 60-ზე მეტი ძეგლი, რომელთაც მოვლა ესაჭიროება.
ორგანიზაციის წევრები მუშაობენ ნებაყოფლობით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მათი ამოცანაა ხელი შეუწყონ რეგიონებში მცირე ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც აგრეთვე ნებაყოფლობით მოუვლიან ძეგლებს, რომლებიც მათ რეგიონში მდებარეობენ.

ორგანიზაციას ესაჭიროება ხელსაწყოთა სამი კრებული, რომლებიც ამ ეტაპზე გადანაწილდებიან თელავის და გურჯაანის რაიონებში, ადგილობრივ ჯგუფებზე. ერთი კრებული თავად ორგანიზაციას ექნება მფლობელობაში, გასვლითი სამუშაოების შესასრულებლად.
კებული შედგება შემდეგი ნივთებისაგან:

1) გაზონსაკრეჭი solo 104 – 280 ლ.-1 ც.
2) ხელის ხერხი STANLEY 1-20-009- 29 ლ.-1ც.
3) სეკატორი STANLEY STCTO204E - 50 ლ.-2ც.=100
4) ფოცხი- STANLEY STFG0006E- 36 ლ.-1ც.
5) სათლი-10 ლ. -1ც.
6) ნიჩაბი- 20 ლ. -1ც.
(მონაცემები მაღაზია DEWALT-ის მიხედვით)

პროექტის საერთო ღირებულება:
ერთი კრებული: 280+29+100+36+10+20=475ლარი
სამი კრებული: 475X3=1425