geo

საქველმოქმედო

საქველმოქმედო ფონდი ბორანი

საქველმოქმედო ფონდ ბორანს ესაჭიროება აუდიტორული შემოწმება.

100 % დარჩა 0 ლარი

737.50GEL

100%

map

ა.ა.ი.პ. კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაფუძნებული საქველოქმედო ფონდი "ბორანი" უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს. ამ წლის განმავლობაში ფონდმა შესძლო დასახული მიზნისათვის თავის გართმევა და დაიმკვიდრა საზოგადოებაშ თავი, როგორც სანდო საქველმოქმედო ფონდმა.

საქართველოს კანონდმებლობის თანახმად ერთწლიანი საქველმოქმედო საქმიანობის შემდეგ ორგანიზაციას აქვს უფლება მოიპოვოს საქველმოქმედო ფონდის სტატუსი, რაც წაადგება ორგანიზაციის საქმიანობას. კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსი
მუხლი 117. საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხის გამოქვითვა.
ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხა, მაგრამ არა უმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა.

აღნიშნული სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს საქველმოქმედო საქმიანობაში ორგანიზაციების ჩართვას, რამდენადაც საშუალებას მისცემს მათ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა გამოქვითონ ერთობლივი შემოსავლიდან.


საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად სხვადასხვა საუთთან ერთად საჭიროა კერძო აუდიტის დასკვნა. სწორედ აღნიშნული აუდიტის ჩატარებისათვის "ბორანს" ესაჭიროება დახმარება.


აუდიტს განახორციელებს შპს "აუდიტ-კომპანი" ხოლო მისი ღირებულება 500 ლარს შეადგენს.
პროექტის საერთო ღირებულება: (500 + 125 საშემოსავლო) +  (500 + 125 საშემოსავლო) * 0.18 დღგ = 737,50 ლარი.